Contact Us

Tel: 322 770 200 

E-mail Us
Working Hours

Mon- Fri: 10:00-18:00

  • Facebook Social Icon
პროდუქცია

- სამგზავრო ლიფტები

- შშმ პირების ლიფტები

- სამზარეულოს ლიფტები

- ჰოსპიტალის ლიფტები

- სატვირთო ლიფტები

- ესკალატორები

- პარკინგის სისტემები

- სათადარიგო ნაწილები

გვესტუმრეთ

41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო

© 2017 by Tech Engineering Group

კომპანია

კომპანიის ხედვა

შპს “ტექინჟინერინგ ჯგუფის” პოლიტიკა არის მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებთან მუშაობა და მსოფლიოში ცნობილი  მწარმოებლების მიერ შემუშავებული მიდგომებითა და სტანდარტებით ოპერირება პროექტის დაგეგმვიდან  დაწყებული, მონტაჟისა და შემდგომი ტექნიკური მომსახურების განმავლობაში. 

კომპანიის მიზანი

შპს "ტექინჟინერინგ ჯგუფის" მიზანი არის აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე  ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა. კომპანიის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულია მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის  მუდმივი ამაღლება, პოტენციური დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება და არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენება.

კომპანიის საქმიანობა
  • დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული ლიფტებისა და ესკალატორების  პროექტირება

  • ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება

  • კონსულტირება

  • დანადგარების მიწოდება

  • მონტაჟი და შემდგომი ტექნიკური მომსახურება დანადგარების საექსპლუატაციო რესურსის მხარდაჭერის მიზნით

  • ლიფტების განახლება და მოდერნიზება თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით

  • გათბობა-კონდიცირების, სამაცივრე და ვენტილაციის დანადგარების პროექტირება, მიწოდება-მონტაჟი.

კომპანიის პოლიტიკა

“ტექინჟინერინგ ჯგუფის” პოლიტიკა არის მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლებთან მუშაობა და მსოფლიოში ცნობილი  მწარმოებლების მიერ შემუშავებული სტანდარტებით ოპერირება პროექტის დაგეგმარების ეტაპიდან, მონტაჟის დასრულებამდე და შემდგომი ტექნიკური მომსახურების განმავლობაში. 

 

 „ტექინჟინერინგ ჯგუფი“ ოპერირებს ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის  მიხედვით. კომპანია ფლობს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ნორმით ლიფტის მონტაჟისა და მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატს MODULE H1-ს. ხოლო ლიფტის წარმოდგენილ მოდელებს აქვს EC Type Examination Certificate, გაცემული ევროპული ნოტიფიცირებული ორგანოს მიერ. პროდუქციის სამონტაჟო სამუშაოები სრულდება ევროპული EN სტანდარტიზაციით რომელიც ითვალისწინებს EN 81-1/2+A3; EN81-50 სტანდარტებსა და 2014/33/EU დირექტივას.

"ტექინჟინერინგ ჯგუფის" სამუშაო სფერო მოიცავს, ასევე, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, კანალიზაცია, წყალმომარაგების, ელექტრობის პროექტების დამუშავებასა და განხორციელებას. გვყვავს გამოცდილი პროექტანტები, რომლებსაც განხორციელებული აქვთ მრავალი საინტერესო პროექტი საქართველოს მასშტაბით. 

სასწავლო პროგრამების შემუშავება განათლების სფეროში

ტექინჟინერინგ ჯგუფის მენეჯმენტი ბაზრის სტიმულირების მიზნით ცდილობს პროფესიული განათლების ამაღლების ღონისძიებებში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენი თანამშრომლები 2014 წლიდან მონაწილეობას იღებენ სწავლების 040860 და 040855 პროფესიული სტანდარტების DACUM მეთოდოლოგიით შემუშავებაში: „ლიფტების ელექტრომექანიკოსი" და „ამწე-სატრანსპორტო მანქანებისა და ლიფტების მექანიკოსი" და "ესკალატორის მექანიკოსი". ამ სტანდარტების საფუძველზე  განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინაციით ტექინჟინერინგ ჯგუფის პერსონალმა მოწვეული პროფესიონალების გუნდთან ერთად 2015 წელს შეიმუშავა აღნიშნულ სპეციალობებზე პროფესიული სწავლების  პროგრამები პროფესიული სწავლების დაწესებულებებში დასანერგად.